მეწამულ ქარვად
ძლივს გაქრა ალი... დაჩეხილი ჩვენი ფიჭვები არ ანათებენ, შედედებული სისხლის მსგავსად გადმოსდით ცრემლი. ორივე თვალით შევეყინე მერქნის რელიეფს... დიდი ხნის მერე იპოვნიან ბიოლოგები იშვიათ ქარვას, იშვიათი მინარევებით- შენ რომ მაჩუქე იმ ლექსებით, გულის ჯიბეში.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი