სულში


ეს მთვარე ახლა,
შენს თვალებში რომ იხედება,
კატარაქტაა,
ირისებზე აწებებული.
ფრთხილად იყავი,
ზღვის დინებებს ახელებს მთვარე,
ქარებს მიდენის...
თუმცა ხანდახან მასაც აფრთხობს
შენს სულში როა ქარი, -
იმდენი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი