ებრაულ მოტივზე
შენ მიდიხარ და... ვრჩები, როგორც სიცარიელე, ვინ დამიძახებს სავსე მთვარის პოეტს დღეიდან?.. მძლავრობს ქარბუქი, შეშლილივით სტვენს და წრიალებს, ძველ თბილისში ვარ, გამოვცდები მალე მეიდანს. მადლობელი ვარ, - რა ხანია არ მიტირია ასეთი გრძნობით... ავილანძე კიდეც სახეზე; ჩვენი ლექსები შუქდაკრული ფოტოფირია, - ეს ტელეფონიც ხმას არ იღებს, თითქოს მაქეზებს. ავიღებ ყურმილს და ვმღერივარ: "იერუშალაიმ, შელ ზაჰავ, ვეშელ ნეხოშეტ, ვეშელ ორ, ჰალო ლეხოლ შირარი, ანი ქინორ". წრფივი ზუმერი... მიყვარხარ, ჩემო!.. (ვერ გითხარი, რა მოხდა მერე...) შენც კარგად იცი, სიყვარული არ ითარგმნება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი