გადმოვიარე ნაგატეა და იდუმეა, - ..
გადმოვიარე ნაგატეა და იდუმეა, - ვრცელი უდაბნო. მოხეტიალე პოეტი ვარ, ცვარ-ნამს ვაგროვებ, ზეთისხილი და ნიჟარები დამაქვს ხურჯინით. ვარსკვლავთმრიცხველი არ მჭირდება, - ისედაც ვიცი, სად ჩაეშვება ეს მთიები ან სად ამოვა. მაგრამ სხვაგვარი ცის კარია, ღმერთო, ამჯერად... მაცადაში ვარ, და ბეთლემით მოდის ნათელი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი