ხელთათმანები


სპაზმი აქვს ქუჩას,
ტროტუარზე დანთებული კოცონი აღარ შველის,
არც ნაცრისფერი კატის ბალიშები.
წუხს.
თუჯის საქვაბეებს არაკუნებს.
დაგ-დაგ...
დაგ-დაგ...
გულისძგერას ბაძავს.

ყინვა არათითით იწყებს...
ხელთათმანები დაგრჩაო, - მახსენებს, -
ხელები დაგრჩაო,
ხელები!..

სად მივდიოდი?!.

ჩვენი ხელები - ერთმანეთის ხელთათმანები -
ამ სიცივეში,
ამ გლოვაში...
უერთმანეთოდ...

ყინავს...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი