ყვითელი თოვლი
უჟმური დღეა, - უმარილოს ეტყვიან ჩვენში. თეთრი კალთები დაიბერტყეს ლეგა ღრუბლებმა. თოვს და გიხსენებ... გუშინ - ცხვირწინ რომ მიუხურე კარი სიცივეს, თხელ თითებს მოსწყდა ლექსი - მინიმა და დაეწია ლიხის ქედთან ჟონგლიორ ქარებს. უჟმური დღეა, - უმარილოს ეტყვიან ჩვენში. გაყვითლდა თოვლი, - დილაადრიან დაუყრიათ გზებზე მარილი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი