აღსარება
ღმერთო, სად მიმაქვს ამხელა ცოდვა? რომელ კარებში გაეტევა? რომელ პინაზე მოთავსდება, ან რომელ სინზე? მე - ძველებურად - ეკლიანი თვალებით გიმზერ, მხოლოდ ხანდახან გიწვდი ღრუბელს, ძმარში დალტობილს, - შემინდე, ღმერთო!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი