დაუთოვია


თოთო ბავშვივით ჩააკრა ყინვამ თავის აკვანში მდინარე ვერე.
ქარცივი მღერის იავნანას.
ხიდი ცახცახებს...
ამ დილით ცქნაფა ბეღურები მოფრინდნენ ისევ, -
ცამდე ღერღილი დაუყრია ჩვენს ბორიოსო.
დაუთოვია.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი