იანვრის ღამე
”თოვლიც კი ბრწყინავს სვაროვსკის თვლებივით,
მაგრამ შენს თვალებს მაინც ვერ ჯობნის”
/შენეული/
თოვდა დილიდანვე,
მოტყუვდნენ ბეღურები, -
ბურღული ცვივაო ღრუბლების ვარცლიდან...
ქარი ტყეს ვარცხნიდა.
ბრწყინავდნენ ფიფქები სვაროვსკის თვლებივით...
ღამის გამზირიდან
გათოშილ ოთახში
მოვედით უჩუმრად,
და შესვლისთანავე დავენთეთ საწოლზე
ლურჯი სანთლებივით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი