ქრისტეშობისთვე
სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები, გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი, - ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით. ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს, შენ და სოხუმი - რა შორსა ხართ ახლა ორივე... მარსის მინდორზე მეწამული მიმაქვს ლაბადა, ხარის წელიწადს უნდა დავხვდე მატადორივით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი