სიყვარულის ინექცია


ტალღა უნდა იყოს
სწრაფი
და მჩქეფარე,
სიცოცხლესავით, -
ანდა პირიქით...

სიცოცხლე უნდა იყოს
ლაღი,
მენთოლიანი,
მაჭარივით, -
ანდა პირიქით...

მაჭარი უნდა იყოს
ცელქი,
მათრობელა,
მაისის წვიმასავით, -
ანდა პირიქით...

წვიმა უნდა იყოს
მირაჟი,
გამჭვირვალე,
ბროლივით, -
ანდა პირიქით...

ბროლი უნდა იყოს
თხელი,
გათოშილი,
თითქმის სიკვდილივით, -
ანდა პირიქით...

სიკვდილი უნდა იყოს
მლაშე,
უცაბედი,
ცუდი სიზმარივით, -
ანდა პირიქით...

სიზმარი უნდა იყოს
ბურუსი,
აუხსნელი,
ქალივით, -
ანდა პირიქით...

ქალი უნდა იყოს
ლამაზი,
მზისფერი,
ყვავილივით, -
ანდა პირიქით...

ყვავილი უნდა იყოს
გაშლილი,
ანუ ღია,
გულივით, -
ანდა პირიქით...

- შეიყვანეთ სიყვარულის ინექცია?..
- დიახ, ახლახან...
- გაიმეორეთ!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი