სეფიეთი
დამწიფდა ზღმარტლი. ქარვისფერი აყრია ნეშო სოფელ სეფიეთს. დგას ნალიასთან ბიძაჩემი მოჭრილი შეშით, - მოდის ბებია. მოდის სიზმარში... შალის თავშალს მოაფრიალებს... (ძაღლი აყეფდა...) ნოემბრის წვიმა ავსებს ახლა ღვინის ფიალებს მათ საფლავებთან.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი