ისე დავთვერი


ისე დავთვერი, -
მფრინავი თეფში მეგონა ანძა,
მერე სამფეხზე შემოდგმული სპილენძის ქვაბი,
რომელიც ყურით იმაგრებდა დამოკლეს მახვილს,
ან იქნებ შამფურს ხორცის ნაჭრით, -
პირბადრი მთვარე რომ აღმოჩნდა
ბოლოს და ბოლოს.

როგორ დავთვერი...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი