შეცდომა


გვემდურის ღამე - ჩირაღდნების ურჩი წაწალი,
გემი - ოცნება... მდელო - სუნთქვა... მთვარე - ობობა...
ეტყობა, მართლა დავიღალეთ ქარში წანწალით
და ლამაზ სიტყვებს შევუცვალეთ მნიშვნელობები.

შენ ცა გაღელვებს, აივნიდან ცდილობ შეწვდომას,
მეც - არაფერი - გატყუებ და სხვასთან ვნებივრობ, -
არ გასწორდება არასოდეს ჩვენი შეცდომა,
ძაღლის კუდივით უგრეხია და ბუნებრივი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი