არშემდგარი პაემანი
დღეს მარტოობას გავუთამამდი: მრგვალ შადრევანს შემოვუარე, ნოემბრის ჭადრებს გადავდე გრიპი. შეყვარებულებს ერთნაირი თვალები ჰქონდათ, ჰო, ასე მახსოვს... მერე თანდათან გამეჩხერდა ფოთლის შრიალი, სიცარიელე შეეხიზნა ბოლო ავტობუსს, - შენ არ მოხვედი...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი