მხედრული
ოცთეთრიანი შავი პასტა წამში იშლება და მუნდშტუკის როლში გამოდის. უცნაურია... გამწლიკვულ "MM"-ს რაღად უნდა ნეტა მუნდშტუკი?!. ჰო, ვუსაქმურობ კი არა და, - ვისვენებ ახლა. ...და მერე - უკურეაქციით - ამავე პასტით ჩემს რვეულში ვაბრუნებ მხედრულს - ა ნ ბ ა ნ გ ა ნ დ ო ნ ე ნ ვ ი ნ ზ ე ნ თ ა ნ ი ნ კ ა ნ ლ ა ს მ ა ნ ნ ა რ ო ნ პ ა რ ჟ ა ნ რ ა ე ს ა ნ ტ ა რ უ ნ ფ ა რ ქ ა ნ ღ ა ნ ყ ა რ შ ი ნ ჩ ი ნ ც ა ნ ძ ი ლ წ ი ლ ჭ ა რ ხ ა ნ ჯ ა ნ ჰ ა ე - კვამლის რგოლებად რომ ვუშვებდი ცოტა ხნის წინათ შენთან, ზ ე ც ა შ ი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი