ლებნები
ვზივარ კუპეში, მატარებლის ბორბლებს ვნებდები, - რკინის დოლაბებს... ხომ ვართ მე და შენ დაკარგული თეთრი ლებნები, - თითქმის ტოლები?.. შენ თბილისში ხარ, მე - ჰუძონზე... ბოლო ცენტებით... მოდი შევიკრათ, - აკაციად აღმოვცენდებით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი