აქ სილურჯეა


აქ სილურჯეა,
თითქმის შენი თვალების ფერი,
და სწორფრებივით ეხებიან ნაპირს გემები,
ეჰ, ჰორიზონტის ყურებაში ჩამეწვა ღერი
სიგარეტის და...
ახლა ქვები დაიჩემებენ,
რომ გული არ მაქვს,
რომ დავკარგე გზა და სავალი,
და რომ ტალღებსაც იშვიათად თუ გავიხსენებ,
- გამკიცხეს ქვებმა...
იქნებ იყოს გამოსავალი,
ღმერთო, მიხსენი...


ბათუმი
8 ნოემბერი
ეს დრო და ეს საათი...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი