ვფიქრობ აფრენას..
დუქნები. მტკვარი. ნარიყალა. მთვრალი მეტივე. ტაბლაზე - მწვადი. რქაწითელი. კვახი. ზაფრანა... ვზივარ რიკულზე გაწუწული თეთრი მტრედივით, - ვფიქრობ აფრენას... ამასობაში ძველ აივნებს შფოთით, თარეშით დაუვლის ქარი და უთუოდ ზღვისკენ გაუტევს; ვიდრე საკუთარ ფრთებს წავაგებ ამ სიჩქარეში, - ტ ა ი მ - ა უ ტ ი!...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი