სვირინგი
მოულოდნელად დაწვიმა ისევ და კრუხმა ფრთებქვეშ შემოისხა ყველა წიწილა. (ახლა თუ ვინმე ფრთებს მაფარებს, მხოლოდ ღმერთია). შორს... ბავშვობაში შემეჩვია ერთი კოპიტი, დაახლოებით ჩემი ტოლი იყო ასაკით, - ნეტა თუ შერჩა ის სვირინგი მარჯვენა მკლავზე - ”მე შენ მიყვარხარ!..” მოულოდნელად დაწვიმა ისევ, მოულოდნელად...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი