ყურთბალიში


ქალმა დამტოვა,
ყურთბალიში გაიყოლია,
ალბომებიდან ამოხია მოგონებები...
დავბრუნდებიო, -
დაუბარა ქოთნის ყვავილებს.

ერთ მეორედზე ვწევარ ისევ,
დელფინებისკენ,
ერთ მეორედზე გაყურსულა სიცარიელე -
უყურთბალიშოდ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი