სურათი

ვარდისფერ თოკზე,
ცის კიდეს რომ მიუყვებოდა,
ხელის კანკალით ჩამოვკიდე შენი სურათი,
მაგრამ ის თოკი
თვითმფრინავის კვალი აღმოჩნდა, -
უფრო სულსწრაფი,
ვიდრე შენ ხარ წარმოსახვისას.

წყარო: urakparaki.com