ახია
რა მომივიდა?.. შეჭირხლული გახდა თითები და უშენობა გაედევნა თვალის კუთხეებს, დგას შემოდგომა და კოპიტნარს გაფაციცებით დალალს უთხელებს... და ახლა ძველი კარადების სარკე ირეკლავს თითქმის ფერწასულ ჩითის კაბებს, მაგრამ... ახია... როდის დამტოვა სიჭაბუკემ, შენ კი მირეკავ, - დამენახეო.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი