ლუბას ვერანდა


გახსოვს მთაწმინდა, ყვავილები, ლუბას ვერანდა,
მთვარე - ღრუბლებში ჩამალული თეთრი დაირა,
მე რომ სურვილი შემცივნებულ ღამეს ვერ ვანდე
ვერანაირად...

დავთვერი მერე, რომ წახვედი მობოდიშებით,
არ მსურდა შენზე მეფიქრა და ლექსი მერანდა;
გახსოვს გულღია პოეტები - თითქმის გიჟები...
ლუბას ვერანდა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი