მარტოობა
დღეს როგორც მგელი თვალს ვადევნებ მთვარის სიფითრეს, ტრამალებს ვარცხნის გაბზარული ჩემი ყმუილი. ვიფიქრე ჩვენზეც, განა ცოტა?.. ბევრი ვიფიქრე, - მაგრამ ტყუილად... ორი წყრთის მერე მე ვმთავრდები და შენ იწყები... როგორ დავძლიო მარტოობა? როგორ გავბედო?.. ვერ ვანთებ კოცონს, თორემ აქვე ყრია ფიჩხები და კვეს-აბედი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი