ორი ზღაპარი
გისმენ და მიკვირს, რა უცნაურ ზღაპარს მიყვები: ვითომ ზამთარში ჩამოყრილი ფოთლის სულები მოულოდნელად მჟღავნდებიან და ვით ციყვები ჩვენი სახლის წინ დახტიან და დასუნსულებენ. ერთ ზღაპარს ბარემ მეც გიამბობ, ვფიცავ თვალის ჩინს: (ამ ბოლოს მთვარეც გულად მექცა, ცრემლით მევსება...) ვითომ გავფრინდი ორბიტისკენ ჭრელი ხალიჩით და ცის სურათებს გიგზავნიდი ემ-ემ-ესებად...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი