გაზაფხული და შემოდგომა
გაზაფხული წვიმის მოსაცდელს მარტის ბოლო შეჰფარებია, მთლად გალუმპული, - მოდიხარ თმაში ხავერდით და ხელში სუმბულით... და უჩვეულოდ დიდხანს, დიდხანს ვდგავართ უბრები, შენც მარტს მაგონებ, - ხან შუბლს იხსნი, ხან იქუფრები... შემოდგომა ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება დღეს, - შვილებივით დაგვემსგავსნენ ამინდები... გამოცდილი ილუზიონისტია შემოდგომა, ხავერდის წვიმებად გვაქცევს, მანჭკვალა სოკოებად მოგვაგროვებს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი