მომეჩვენა
მტკვარი ღვინობისთვის ფოთლებს მიასვენებს, იქვე თოლიებიც, რიყის გაყოლებით, ვითომ აჯავრებენ მოხუც მებადურებს ლუდის დაყოლებით დროს რომ ატყუებენ... ჰოდა, ჩავედი და დიდხანს მათევზავეს, კიდეც დავითვერი ქაფიანი პივით, მერე მომეჩვენა, ვითომ წინ მიმავალს ქუჩა მოგყვებოდა გრძელი შლეიფივით...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი