ბათუმი... ტალინი..
ა-ს ჩემთან არაფერი შეცვლილა, ვზივარ უშუქოდ და უგაზოდ... ფანქრით მოვინიშნე ტალინი უკვე გახუნებულ რუკაზე. სევდა, მძივივით რომ ავისხი, თითქმის ცივია და ბლანტია... ჩემთან დალამუნობს შავი ზღვა, შენთან მედიდურობს ბალტია. ახლა ღვინობისთვის მზეა და ლერწებს ჩამიტეხავს მინაში... ჩემი მონატრება რა არი შენი ნოსტალგიის წინაშე?!. ხეებს ფერადები ასხია, მეც ამ ხეებივით დავბერდი... შენთან ჩრდილოური სუსხია, ჩემთან წვიმებია ხავერდის... შენთან არაფერი შეცვლილა, ისევ გეძახიან უნაზესს, წითლად მოგინიშნავს ბათუმი უკვე გახუნებულ რუკაზე...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი