”სააშიკო-სალაღობო” ლექსი მენდელეევის ტაბულის ელემენტებით


შენი ნაკლებობა იწვევს:
ოიდდეფიციტს,
სისხლძარღვების გათხელებას,
ძვლების სიმყიფეს,
მჟავე-ტუტის ბალანსის დარღვევას,
ნერვული ქსოვილების ციებას,
სისხლის წარმოქმნის შეფერხებას,
გლუკოზის დონის დაცემას,
კანის ჭკნობას, ანუ სიბერეს...
მოკლედ, შენ ჩემი იოდი ხარ,
კალციუმი, კალიუმი და ნატრიუმი ხარ,
მაგნიუმი, რკინა და ქრომი ხარ,
სელენი და სელენა ხარ,
თუთია და თათია ხარ და
ნუ წახვალ და ნუ იზამ, თორემ
მოვკვდები.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი