მოდი, გავბედოთ
მოდი გავბედოთ, - კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ჩვენი სულები გამოვიხმოთ სამალავიდან, ყალბი ღიმილი ჩამოვაძროთ ფერად ირისებს... მოდი გავბედოთ, - ერთმანეთს შეთხელებული დღეები დავუვარცხნოთ და ვიგრძნოთ, როგორ მელოტდება წელიწადები გველის და ძაღლის... ხარის და ვირთხის... და ყველაფერი შემოდგომის მზეში ბრუნდება ჩვენი თითების მოცახცახე ორნამენტებად. მოდი, გავბედოთ...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი