ხურდა ფულივით
ნეონის შუქით მეგებება ჩემი ქალაქი, ზათქით... ღრჭიალით... კატის კნავილი - ამოვარდნილი სენტიმენტი ამ ყველაფრიდან - წვიმის სადინარს ეხიზნება და ცისკენ მიდის... რამდენი წელი მოვაგროვე ხურდა ფულივით, რომ მერე ერთად, ხელუკუღმა გადამეყარა შენს არყოფნაში...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი