ხრჩოლავს


რომ არ ვეწევი, ეს იმას ნიშნავს,
რომ გდარდობ მაინც,
გდარდობ, ოღონდ ბოლის გარეშე.
ვწრიალებ მაინც,
ოფლიანი ჩემი ბალიში
მიციებს ფილტვებს.
ზეცისკენ ვილტვი...
ვნახულობ სიზმარს -
მინდორს დაბოლილს...
ისევ ქაბული
შავთვალწარბა ყაყაჩოებით
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს,
ხრჩოლავს და
ხრჩოლავს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი