სექტემბერია


ფსევდო ფუტკრები მწიფე ყურძნის წვენით თვრებიან,
ზოლიან მუცლებს დაათრევენ მსხვილი მდედრები, -
სექტემბერია.
ჩია კაქტუსი -
სულმოუთქმელად რომ ელოდა
შვებულებიდან ჩემს დაბრუნებას -
გასუსულია.
მოცდა მოუწევს.
წყალი არ მოდის,
არც შუქია,
თან ისე მშია,
ვერაფერს ვხედავ კრაზანების მუცლების გარდა...

შენ მაინც მოდი,
გაყვითლებული შარაგზები დამაკეცინე, -
დარეკე მაინც,
გაიღვიძოს ამ ტელეფონმა,
ჩემს მაგიდაზე პითონივით რომ დაგრაგნილა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი