ხეები
/"ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, - ფესვებიდან"./ ომში ხეებიც ჯარისკაცებივით იხოცებიან, ცეცხლის ენებით... არ ენდობიან მატყუარა სინოპტიკოსებს, გრძნობენ ხეები, ამ თვის ბოლომდე მიწას მხოლოდ სისხლი დაალბობს, - შვლების, არჩვების, დაბნეული ხოხბების სისხლი... ინაცრებიან ცადაწვდილი ასეულები, ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფლებს - ფესვებს - დარდობენ...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი