ხომ ვარ ყარიბი, თავზეც მაწვიმს, მაგრამ არ ვჩივი ..


ხომ ვარ ყარიბი, თავზეც მაწვიმს, მაგრამ არ ვჩივი,
დღეს უფრო იმის შეხსენება მასევდიანებს,
რომ თურმე წლები კი არ მიდის, მიქრის ქაჯივით,
ხვალისთვის ლექსიც გაჭირდება, მერე გვიანი
იქნება დარდი, ანდა გულზე მჯიღის დაცემა...
ვზივარ კიბესთან როგორც ლეკვი, ლეკვი ნაცემი...
ოდნავ მამშვიდებს მოწყვეტილი ფოთლის ფარფატი
და ვუსმენ მთვარეს - “ბითლზის” ფირფიტას...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი