წყაროსთან ახლოს


რამდენი მწერი შემოფრენილა,
თავისით იხოცებიან,
გული უსკდებათ...
ადრე ჩარგული კალანჰოეც მოწყენილია...
ვერ გავახარე ყვავილები,
და ვერც ვერავინ...
ბავშვების ჟრიამულს ისხლეტენ
ორმაგი ფანჯრები,
მარადიულ მზეებს ჰგვანან პატარები, -
სულ ანათებენ.
მე კოკას ვგავარ,
რაც შიგან დგას,
იგივე რომ წარმოსდინდების.
არცა რა მსგავსი...
მე კოკას ვგავარ,
მთლად ცარიელს,
ძირისძირამდე...
რომ დავიმსხვრევი,
ნეტა სადმე,
წყაროსთან ახლოს...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი