უსათაურო
არ ჰგავდა სწორედ ჯაშუშისას შენი ღიმილი... დაცინვას? - არა! არც ქედმაღლობას!.. ეს არ იყო ნიშნის მოგება, ან სიძულვილი - შენიღბული მასხარის ნიღბით... ჰო... ეს ღიმილი პირველ რიგში შენს ღიმილს ჰგავდა, უფრო მომწამვლელს, ვიდრე იყო დიდი ხნის წინათ, როცა ქუჩაში სხვათა შორის მესალმებოდი, მე კი, თავდახრილს, საკუთარი ლანდის მრცხვენოდა...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი