კადრი
ფოტოკადრივით რომ მომიახლოვე, რა გამოვიდა? წვრილ კვადრატებად დავიშალე... თითოეულში - შტორმი, ეკალი, ყინვა, ტყვიები, ობი, მირაჟი, ცრემლი, სანთელი... დროზე გადამიღე, თორემ სამუდამოდ დაფრთხები და შენს ხორბლისფერ ჭორფლებს ჩემი ფასკუნჯები აკენკავენ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი