თხოვნა ტყისადმი
ქარმა ტევრამდე მდია, გამაგდებინა სირჩა, ტყე ჩემი ძუძუმტეა და ცუდს არაფერს მირჩევს. პოეტს და თანაც ყარიბს ტყე ამიტაცებს ცამდე... ერთ დროს დავდევდი ქარებს, ახლა კი ქარი დამდევს, ამიტომ ვთხოვო მინდა ამ ტყეს - ძუძუმტეს ჩემსას, იქნებ, დამტოვოს ცაზე, სადმე ღრუბელზე შემსვას.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი