აპათია


აპათია

ცახცახებს მთვარის ათინათი, მტკვარზე ტივია,
დღეს შენს თვალებში სხვანაირი სინოტივეა.

წლები მკორტნიან, ძველებურად სტვენენ ჩიტები,
დგანან ვერხვები - ბავშვებივით მიამიტები,

ხან შრიალებენ, ხან შხაპუნა წვიმებს უსმენენ,
მე კი... ტალღები, დარიშხანი, თოკი, ლურსმანი...

ანდა ბლოკნოტში ჩარჩენილი ძველი ”ნივეა”...
დღეს შენს თვალებში უცნაური სინოტივეა...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი