მიწა
მ. ჭ–ს არავინ იცის, როდის გამოგეცლება მიწა, – ქვიშაა იგი, თითებშუა ჩამოშლილი ქვიშა, და ბრუნავს… თხის რქაზე დგას სწორედ, უხილავი ძაფებით გამობმია კოსმოსს და ბავშვი ატრიალებს ჩიკორივით… გაჩორკნილი აკვანია მიწა, ჩაწექი შიგნით, შემოიკარი ქარები – არტახები – და უსმინე ღმერთს, რომელსაც დედაშენის ხმა აქვს და დედაშენის თვალები და მღერის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი