ძმა


“აფხაზებს აქვთ ერთი ჩვეულება, რაც სხვაგან არ მოიპოვება:
მიცვალებულებს არ მარხავენ, ხეზე ჰკიდებენ…”
არქანჯელო ლამბერტი

ჩემი ძმა მოკლეს,
ოთხმოცდათორმეტის ოქტომბერში
მოკლეს გაგრასთან.
მისი ქვეყანა – აფხაზეთი –
გამოხრულ ხეზე ჩამოკიდეს
ვაზის ლერწებით,
ცხენს ჯერ კიდევ არბენინებენ…
არ უყვარდაო!..
თავს ერჩია ცხენიც, მოყვასიც!..
ჩემი ძმა მოკლეს,
ოთხმოცდაცამეტის სექტემბერში
მოკლეს სოხუმთან, –
დიოსკურების იფიცებდა მზეს
და იმიტომ!..
სად კასტორი და პოლიდევკე,
ან თუნდაც ლედა…
შვილს გლოვობს ქართლი
და ქართლის დედა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი