Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_qcdpi3iii8qt4c03c2v5bh6gmu, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
კრიალოსანი - რობერტ მესხი | პოეზია

კრიალოსანი


მთელი შემოდგომა თავზე დავიყარე პეპლებად,
ფხალის ფოთოლივით შუბლზე დავიფინე სიბერე,
ცხელი ნაკვერჩხალი ძალაუნებურად ნელდება,
ჯერაც ჯიუტი ვარ – (ალბათ, მენანება) – ვუბერავ
სულს და… ეს ცხოვრება კრიალოსანია (გიშერი),
კოვზი რომელია? – მკლავი ჩამივარდა ნაცარში,
ჩემო, რამდენჯერ და… მახსოვს, იმდენჯერვე მიშველე…
ახლა ყველაფერი შენთვის მომიძღვნია, რაც დამრჩა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი