სხალთასთან მთები აკმევენ ნისლებს ..
სხალთასთან მთები აკმევენ ნისლებს, მე აქ ვარ ისევ მოკვლად წყურვილის, წყურვილის მოკვლად... გზა არის მოკლე, მოკლე და ვიწრო. ხეობა ყვითელ სამოსელს იძრობს ქარის ხელებით... მე აქ ვარ ისევ, თეთრი ტაძრის საკურთხეველთან, – და მჯერა... მჯერა მომეშველები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი