ბორიო
სად წავალ, ანდა რისთვის წავალ?!. ყველა ხიდი თვითონვე დავწვი და ყველა გზაზე გავახარე ძეძვი და ღვია. ახლა ჩემს სუნთქვას ხშირი ჰქვია, შენსას – მეჩხერი... სად წავალ?! როგორ?! – წინ წყალია, უკან – მეწყერი და, რა თქმა უნდა, წყალიც შენ ხარ, მეწყერიც შენ ხარ!.. მე ვარ ბორიო – ოთხკედელდაიმედმისჯილი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი