სუნთქვა ტაოდან


ჰო,
ოშკი ისე აზიზია,
მეათეში რომ ჩაისუნთქა,
ოცდამეერთეს მოატანა სუნთქვაშეკრულმა –
ცა თავზე არ ჩამომექცესო...
შენ რა გადარდებს, აზიზიე?! –
აქ მეჩეთი,
იქ კი – მედრესე,
ბერძნული ტროა...
გადამწვარი ანატოლია...
ჩემი ქართლი მჭადის ტოლია,
და მჭადზე – ჯვარი!
შეირგო, იქნებ, ტაოსკარი –
ართვინი,
სპერი...
გახსოვდეს ესეც –
შენთან რომ მოლა კივის, ჩემთან
ზარები მღერის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი