ტყეში


მითხარი ერთი, ამ ბილიკებს როგორ მოვიშლი?..
მაცილებს მთვარე და რატომღაც ცერად მიყურებს...
შემცივდა წუხელ ფიჭვის ტყეში, მთლად დათოვლილში,
და დეკემბერი საბანივით წამოვიხურე.
ეჰ, სიყვარულო, შენც რომ მწარე ცრემლით დამტირი...
(რა ვქნა, დამჩემდა ბავშვობიდან ზეცის ყურება), _
მე დაგიკოცნე ხელუხლები თოვლი ამ დილით
შენ რომ ჩათვალე მაქციების ნაფეხურებად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი