ფიქრიას


ჩაგეცვა ფეხზე... მხურვალეა აგვისტოს ქვიშა,
გატიხრავს ხვატი ზღვას და ხმელეთს ოქროს ფარდებით...
წუხელ რომ შტორმი დაგესიზმრა, არაფერს ნიშნავს, –
ნუ გედარდება!..
გდია მედუზა, როგორც წვიმით სავსე ღრუბელი,
მეთევზეები ბადეს შლიან, ბაგირებს წნავენ.
შენ ხარ ჩემი ნავსაყუდელი, –
მერე რა, რომ არა მყავს ნავი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი