ჩიტები
ორი გულყვითელა ჩიტი, ტოტზე შემოჯდა და წივის, ზეცას ფერი ადევს მიტკლის, – ცივა... ერთად გავუმკლავდეთ ზამთარს, მოდი, შემეყუჟე ფრთის ქვეშ, შენ რომ გამეყინო სადმე, გული გამისკდება იქვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი